პრემიერი ჩაისა და მევენახეობის დარგში სუბსიდიების გაზრდას აანონსებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის აგროსაინვესტიციო ფორუმზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  სოფლის მეურნეობის სექტორში ახალი პროგრამები და სუბსიდიები დაანონსა.

პრემიერი ამბობს, რომ მთავრობის პრიორიტეტია სრულად იქნეს ათვისებული რეგიონის სოფლის მეურნეობის პოტენციალი, რაც ერთადერთი გზაა სიღარიბის დასაძლევად. 

„ბევრი რჩევა მოვისმინე ზუგდიდში, სამეგრელოს სხვა რაიონებში ჩვენი ფერმერებისგან. ამ რჩევებზე დაყრდნობით ჩვენ გუშინ გავაცხადეთ ახალი ინიციატივა და ეს ინიციატივა ეხება რამდენიმე მიმართულებას. პირველი ეს გახლავთ პროექტი დანერგე მომავალი. 

აქ ჩვენ გავითვალისწინეთ თქვენი რჩევები და ავწიეთ ზედა ზღვარი 2,5-ჯერ. 100 ათასი ლარიდან 250 ათას ლარამდე, რათა თქვენ შეძლოთ განავითაროთ უფრო ფართოდ ეს ბიზნესი. ჩვენ გავითვალისწინეთ თქვენი რჩევა და კენკროვანი პროგრამა შეეხება ყველა რაიონს უკლებლივ.

მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, როცა ვსაუბრობთ სქართველოში კენკროვანი კულტრის განვითარებაზე. ჩვენ შევძელით და აღავდგინეთ ჩაის წარმოების საკმაოდ მნიშვნელოვანი პოტენციალი, თუმცა ჯერ ჩვენ შორს ვართ იმ ნიშნულამდე, სადაც გვინდა რომ ვიყოთ.მიღებულია გადაწყვეტილება და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავზრდით სუბსიდიებს ამ მიმართულებით. 

სამეგრელოში ჩვენ გვაქვს უნიკალური ყურძნის ჯიშები, სამწუხაროდ არ არსებობდა პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ეს პოტენციალი სრულად წარმოგვეჩინა. აქედან გამომდინარე მიღებულია გადაწყვეტილება და მევენახეობის მიმართულებითაც დავიწყებთ და გავზრდით სუბსიდირებას ამ კუთხეში. 

გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სრულად შევძლოთ ამ რეგიონის სოფლის მურნეობის პოტენციალის ათვისება. ეს არის სწორი გზა იმისთვის, რომ ქართველი ფერმეერი და საქართველო იყოს წარმატებული. იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები სიღარიბის დასაძლევად. 

ამ სექტორს აქვს ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა. ჩვენი მოქალქეების 40%-ზე მეტი არის დასაქმებულ ამ სექტორში. აქედან გამომდინარე, ამ პროგრამებით დარწმუნებული ვართ შევძლებთ, რომ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები თქვენთვის“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 ელენე გოგბერაშვილი
წყარო: bm.ge