პროდუქტები, რომლებშიც ნიტრიტები დაშვებულ ნორმას სამჯერ აღემატება
გაეროს ექსპერტმა, ეკოლოგმა ხათუნა ახალიამ სეზონური პროდუქტების დაბინძურების თემაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ექსპერტმა ის სეზონური პროდუქტები დაასახელა, რომლებშიც ნიტრატები დაშვებული ნორმის მაქსიმუმს სამჯერ აღემატება. ეს პროდუქტებია საზამთრო და ნესვი.
ეკოლოგის თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ მხრივ ცვლილებები და პროგრესი არ შეინიშნება. ვინაიდან ამგვარმა პროდუქტმა შესაძლებელია რთული ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, საჭიროა მოსახლეობამ ქუჩისა და ღია ბაზრობების ნაცვლად, პროდუქტი ხარისხის კონტროლირებად მაღაზიებში და ბაზარში შეიძინონ.
ნესვი და საზამთრო ისეთი ბაღჩეული კულტურებია, რომლებსაც დაბინძურებული მიწის გასასუფთავებლად იყენებენ ხოლმე. ეს ნიშნავს იმას, რომ ნესვი და საზამთრო ძალიან მარტივად ითვისებს ყველაფერს, რაც მიწაშია.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაში“ შემავალი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა 3-4-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. ეს ნიშნავს იმას, რომ არანაირი პროგრესი ფერმერულ მეურნეობაში არ შეინიშნება.
სისხლის შემცველობაში არის ჰემოგლობინი, რომელიც ჟანგბადს ითვისებს და ჩვენს ორგანიზმს ჟანგბადით კვებავს. როგორც კი ნიტრიტებით გაჯერებულ პროდუქციას იღებს ადამიანი, ჟანგბადს ანაცვლებს ნიტრიტი და სისხლი ხდება უჟანგბადო. ეს იწვევს ანემიას, ანემიისგან გამომდინარე ხდება იმუნური სისტემის დაქვეითება, გონებრივი ჩამორჩენა. თუ ღრმად წავალთ, ვნახავთ, რომ ძალიან სერიოზულ პრობლემებთან მიგვიყვანს,“ – განაცხადა ხათუნა ახალაიამ.
ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ეკოლოგი სეზონური პროდუქტების გაკონტროლებაში ხედავს: „ ფერმერულმა მეურნეობებმა თავადვე უნდა იფიქრონ ხარისხის გაუმჯობესებაზე, სახელმწიფოს მხრიდან უნდა გამკაცრდეს ფიტოსანიტარული და სანიტარული ნორმები”, – აცხადებს ახალაია.
ასევე გაეროს ექსპერტი აღნიშნავს, რომ შსს-მ უნდა აკრძალოს ქუჩაში ღია პროდუქტის გაყიდვა. ქუჩაში ხშირად იჭრება გაურეცხავი საზამთრო და ბინძურდება პროდუქტის შიგთავსი. აქ შესაძლოა საქმე გვქონდეს მიკრობიოლოგიურ დაბინძურებასთან.
წყარო: imedinews.ge