პროგრამაში ჩართულ კოოპერატივებს, იჯარით სათიბ-საძოვრები გადაეცემათ და ყოველ მუნიციპალიტეტში ერთი პროექტი განხორციელდება
საინტერესოდ დაიწყო დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ განიხილა გახლდათ. მთავრობა ამ პროგრამაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს, მასში ჩართულნი არიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები.
ახალი პროგრამით, რაციონალურად და მიზანმიმართულად უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება.ამასთან რეალურად დაიწყოს კოოპერაციული მოძრაობის წახალისება და იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან, გადაეცემათ მეცხოველეობის განვითარებისთვის აუცილებელი აღჭურვილობა – ტრაქტორები, სათიბელები, თივის ამკრეფ-დამწნეხი მანქანა-იარაღები, ინვენტარი და, რაც მთავარია, კოოპერატივები გრძელვადიანი იჯარით სარგებლობის უფლებით მიიღებენ მთის სათიბ-საძოვრებს.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ სახელმწიფო პროგრამაა, რამაც მთის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას გაუუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა და ცხოვრების პირობები. როგორც პრემიერმა განაცხადა: ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ქართულ-შვეიცარიული ერთობლივი კომპანია „ბლაუენშტაინი“ წარმატებული საქმიანობის გამოცდილება.
როგორც სოფლის მეურნეობის მინსტრმა განაცხადა, ქვეყნის 24 მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამით განხორციელდება მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა, რომ სწორედ ასეთი ტიპის ფინანსური მხარდაჭერაა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების რეალურ პერსპექტივაზე გათვლილი აქტივობა..
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს:
”მადლობა მინდა გადავუხადო ლევანს, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში მთელ რიგ დახმარებებს სახელმწიფოს მხრიდან. ეს იქნება დახმარებათა პაკეტი – ტექნიკისა და სათიბ-საძოვრების გადაცემა იმისათვის, რომ მეცხოველეობის განვითარებას შევუწყოთ ხელი“, –
პროგრამა შეეხება – წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, გორის, ქარელის, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს – იმ დასახლებებს, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ – სულ 24 მუნიციპალიტეტს.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის ერთ მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი პროექტი განხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, გადამამუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო რძის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს და აღჭურავს.
ეს ღონისძიებები 2017-2018 წლებში განხორციელდება. დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.მოხდება. ამისათვის პრემიერ-მინისტრის ფონდიდან 6 000 000 ლარია გამოყოფილი.