ქართული ღვინის ფესტივალი 2017

15 ოქტომბერს  „მეიდან ჯგუფისა“ და allwine.ge-ს ორგანიზებით თბილისში, შარდენზე “ქართული ღვინის ფესტივალი 2017” გაიმართა, რომელშიც 40-დე ღვინის საწარმო მონაწილეობდა.

ფესტივალი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნებისმიერი ფესტივალი, დეგუსტაცია თუ პრეზენტაცია, რომელიც ქართული ღვინის სწორი ფორმით წარმოჩენას უკავშირდება, უმნიშვნელოვანესია. ერთი მხრივ ცნობადობის ასამაღლებლად, მეორე მხრივ  საქართველოში ღვინის კულტურის პოპულარიზაციისთვის.

ბოლო წლებში მსგავსმა ფესტივალებმა უდიდესი ინტერესი და მნიშვნელობა შეიძინა, ქვეყანაში ამაღლდა ღვინის მომხმარების კულტურა და ცოდნა.

მსგავსი ფესტივალები მრავლად უნდა ტარდებოდეს იმისათვის რომ ჩვენი გეგმა, სურვილები და ამბიციები  განხორციელდეს, რაც ქართულ ღვინოს უფრო ცნობილს გახდის და მის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. სახელმწიფოს მხარდაჭერითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით ღვინის კვირეულის ფარგლებში არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც ბევრი საინტერესო ღონისძიება გაიმართა, გადავწყვიტეთ ფაქტობრივად ღვინობისთვე მთლიანად მივუძღვნათ მსგავსი სახის ფესტივალებს.

მეიდან ჯგუფის“ პიარ მენეჯერმა ნათია შარიქაძემ agronews.ge -თან საუბრისას აღნიშნა, რომ ფესტივალში  ორმოცამდე ქართული ღვინის კომპანია მონაწილეობს, მათ შორის თხუთმეტამდე მცირე საწარმო.

ფესტივალზე სტუმრებს მიეცათ შანსი, დააგემოვნონ იშვიათი სახის ქართული ღვინო.

ორგანიზატორის და კომპანიის დირექტორ ლაშა შარიქაძის თქმით allwine.ge არის  ღვინის ინტერნეტ მაღაზია და მედიაპორტალი, რომელიც „მეიდან ჯგუფთან“ ერთად პირველად მართავს ფესტივალს, სადაც მონაწილეობას იღებენ, როგორ მსხვილი ღვინის კომპანიები ასევე მცირე მარნები. ამავე ფესტივალზე გაიმართება კონკურსი “ათი ღვინო რომელიც უნდა გასინჯო”.  შერჩეულ  საუკეთესო ღვინოებს გამოვავლენთ მედიაპორტალის საშუალებით.

ღვინის კომპანია “ბატონოს” წარმომადგენელმა ეთი ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფესტივალების მნიშვნელობა მეღვინეობის განვითარებისთვის ძალიან დიდია. ფესტივალის ადგილიც კარგადაა შერჩეული, ერთ-ერთ ფაქტორი ესეც არის, რომ დღევანდელ ფესტივალს ქართველების გარდა ძალიან ბევრი ტურისტი ესწრება.

ფესტივალში მონაწილეობას იღებდა ღვინის კომპანია “თელიანი ველი”. მიხეილ ბაბუაძის თქმით „თელიანი ველი“ მუდამ მხარში უდგას მსგავს ფესტივალებს და ხშირად იღებს სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას

ფესტივალში მონაწილეობდა კომპანია “ქართული ღვინოები” რომელიც 2004 წლიდან არის წარმოდგენილი ბაზარზე. წელიწადში, დაახლოებით  ორმოციათასამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებენ. კომპანიას სხვადასხვა ფესტივალებზე მოპოვებული აქვს  პლატინისა და ორი ბრინჯაოს მედალი

ორგანიზატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ ფესტივალი ტრადიციული გახდება და მომავალ წლებშიც აქტიურად ჩატარდება, რათა  იგი  ტურისტებისა და ღვინის მოყვარულთათვის მარავლფეროვანი ღვინოების დასაგემოვნებლად და კარგი განწყობის შესაქმნელად სასურველი ადგილი გახდეს.

სალომე კაპანაძე,

ავტორის ფოტო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.