ქართული პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე

2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 533.0 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 13.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 1 950.4 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (21.5 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.2 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 483.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 19.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 33.5 პროცენტით განისაზღვრა.

2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 161.6 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 47.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 47.5 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 1 942.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (20.3 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.1 პროცენტს შეადგენს. სააჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 104.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 29.2 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 18.5 პროცენტი იყო.

2018 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი პარტნიორი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: აზერბაიჯანი (343.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (314.7 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (199.2 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 64.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 059.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (675.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (647.9 მლნ. აშშ დოლარი).

http://agenda.ge/en/news/2018/2175?fbclid=IwAR2SM5kF7r0OVuuXFHq6aTlSz7eIloEx8b0YIXInTdeMWGApUWPbhJMwEbs

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.