„ქართული უნიკალური ღვინო“ ამსტერდამის გამოფენაზე

4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით ამსტერდამსა და ჰააგაში აფხაზეთის დღეები სახელწოდებით „დავიბრუნოთ ერთმანეთი” გაიმართება.

 გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კომპანია „ქართული უნიკალური ღვინო“, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ ქართული ღვინის შესახებ და დააგემოვნონ „ხაშმის საფერავი“.   

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება კომპანია “მარიგოლდის“ ქართული, ნაციონალური გათანამედროვებული სამოსი, მხატვარ-მეთოჯინის – თეა გუნთაიშვილის ქართულ მოტივებზე შექმნილი ხელნაკეთი თოჯინები და ახალგაზრდა დიპლომატების ნინი და დიმიტრი დუმბაძეების ფერწერული ნამუშევრები.

გამოფენა “ქართული კულტურის ცენტრის” და არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ პარტნიორობით ხორციელდება.

წყარო: itv.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.