ქართული ჟოლო და მოცვი ექსპორტზე ჩინეთში გავა

შპს “აგროლეინი“ ჩინეთში ლურჯი მოცვისა და ჟოლოს გაყიდვას გეგმავს. კომპანიის პროდუქცია ამჟამად ექსპორტზე დუბაიში, ქუვეითსა და კატარში გადის. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

“უცხო ქვეყნებში ჩვენი პროდუქცია თვითმფრინავით გაგვაქვს და ეს ნაწილი გვაქვს მოსაგვარებელი. წელს, ნოემბერში, ჩინეთში მასშტაბური ,გამოფენაა დაგეგმილი, რომელშიც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას”, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, გიორგი ღვინიაშვილმა.

შპს “აგროლეინმა“ ფუნქციონირება გასულ წელს დაიწყო და 30 ტონა ლუჯი მოცვი და ჟოლო გადაამუშავა, წელს კი მის გაორმაგებას გეგმავს. კომპანიაში გაყინულ და ე.წ. ფრეშ კენკრას აწარმოებენ. 1 კილოგრამი კენკრას ფასი უცხო ქვეყნებში 15-დან 20 ლარამდე მერყეობს, ადგილობრივ ბაზარზე კი მისი ღირებულება 50%-ით ნაკლებია.

აგროლეინის” საწარმო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, “ერთიანი აგროპროექტის” ფინანსური მხარდაჭრით აშენდა. ის თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი და ISO 22 000-ის მფლობელია.

წყარო: imedinews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.