ქედაში 13 უძველესი ქვევრი იპოვეს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესოფელში, ადგილობრივი მცხოვრების საკარმიდამო ნაკვეთში თიხის 13 ქვევრი იპოვეს. სპეციალისტების თქმით, თიხის ქვევრები, სავარაუდოდ, VI-XII საუკუნის დროინდელია. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

მიწის მეპატრონე ამბობს, რომ  თიხის ნატეხები პირველად 30 წლის წინათაც იპოვნა.

“თოხი თიხის ჭურჭელს მოხვდა და მისი ნატეხი მიწაზე შევნიშნე. მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა რამდენიმე დღის წინათ, როცა იგივე განმეორდა, გადავწყვიტე, სპეციალისტებისთვის მიმემართა”, – თქვა ნაზიმ ბერიძემ.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის სპეციალისტები გათხრებს 10 დღის განმავლობაში ატარებდნენ.

ფოტო: აჭარის ტელევიზია

წყარო: https://imedinews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.