ყვარელში, სოფელ შილდაში ღვინის ახალი თანამედროვე ქარხანა, „აგრიდა“ გაიხსნა

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ღვინის ახალი საწარმო „აგრიდა“ გაიხსნა. 

როგორც კომპანია „აგრიდას“ დამფუძნებელი გურამ მინდიაშვილი განმარტავს წლეულს საწარმოო სრულად ჩაერთვება რთველში და როგორც საკუთარ ვენახში მოწეულ ყურძენს გადაამუშავებს, ისე მოსახლეობისგანაც ჩაიბარებს ყურძენს.კომპანია „აგრიდას“ ყვარელში ამ ეტაპზე 23 ჰექტარი ვენახი აქვს.  იგი ჩვეულებრივი ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოსთან ერთად ქვევრის ღვინის წარმოებასაც აპირებს. წელიწადში პირველ ეტაპზე წელიწადში 1,5 მილიონ ბოთლ სხვადასხვა დასახელების ღვინოს ჩამოასხამს.

აგრიდას“ ღვინო გავა ექსპორტზე და გაიყიდება შიდა ბაზარზეც.

კომპანიაში 50-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

აგრიდა“ სერიოზულად მუშაობს ღვინის ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც და ბევრ საინტერესო სერვისს შესთავაზებს ადგილობრივ თუ უცხოელ სტუმრებს.

საწარმო „აგრიდა“  შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა და საინვესტიციო თანხამ ამ ეტაპზე 1,2 მლნ ლარი შეადგინა.