ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება პირადად პრემიერ-მინისტრი და მთავრობა გვერდში დავუდგებით

ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, მე პირადად და მთავრობა დავუდგებით გვერდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში არის ეპიდემია, მსოფლიოს გლობალური გამოწვევა.

„თითოეული ლარი, დამატებითი ინვესტიციებისა, ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც და ვინმეს რაიმე რესურსი თუ აქვს და შეუძლია ანაკლიაში, ან რაიმე კიდე სხვა მსხვილ პროექტში, იქნება ეს – ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი, დამატებითი ინვესტირება, მე გპირდებით პირადად, რომ თითოეული ლარი იქნება დათვლილი და სახელმწიფო გაუწევს ყველანაირ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს იმპორტი ყველა მიმართულებით, მთავრობა მაქსიმალურად გვერდით დაუდგება.