სოფელში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, თუმცა მედიკოსების მისვლამდე მამაკაცი დაიღუპა. ბოლო პერიოდში მოქალაქეები საცხოვრებელი სახლების ახლოს, ბაზების სიმრავლეს უჩივიან. გახშირდა დაკბენის შემთხვევებიც. მოსახლეობა მწერს საკუთარი ძალებით ებრძვის. გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ სოფელში, თითქმის ყველა ეზოში აქვს ბაზებს ბუდე, რაც ძალიან საშიშია.
PS.
ბაზი (ლათ. Bombus) — ბუდის მშენებელი ფუტკრისებრთა ოჯახის მწერებია. საკმაოდ მსხვილი, 3,5 სმ-მდე სიგრძის სხეული ხშირი ბუსუსით აქვს დაფარული. ამჟამად ცნობილია ბაზის 300-მდე სახეობა, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული ზომიერსა და ცივ სარტყელში. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ბაზი შეყვანილია ევროპიდან წითელი სამყურას დამტვერვის მიზნით.

ბუდეს დედალი ბაზი აშენებს, კვერცხების დაყრიდან 20-25 დღის შემდეგ იჩეკებიან პირველი „მუშები“, ზაფხულის მიწურულში კი — დედლები და მამლები. განაყოფიერება შემოდგომაზე ხდება, რის შემდეგ მამლები იღუპებიან, დედლები კი მყუდრო ადგილებში იზამთრებენ.
ბაზი სასარგებლო მწერია, ითვლება მრავალი მცენარის (მაგ., წითელი სამყურას) საუკეთესო დამმტვერავად (ამის გამო ბოლო დროს ცდილობენ მის მოშინაურებას). ზოგი ბაზი ფაკულტატური პარაზიტია საკუთარ და მონათესავე სახეობის ბუდეში.