ქუთაისში ჟურნალის “აგროNEWS” პრეზენტაცია გაიმართა
“ჟურნალში განთავსდება მოსაზრებები და კვლევები სოფლის მეურნეობზე, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას,” – აცხადებს ქეთევან კინწურაშვილი.
ჟურნალის მთავარი რედაქტორი, როზა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ჟურნალი თავისი ფორმატით მრავალპროფილურია. “აგროNEWS” წელიწადში ორჯერ გამოვა და სტატიები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოქვეყნდება.
“ჟურნალი, ასევე, შესაძლებლობას მისცემს ყველა დამწყებ მაგისტრანტსა თუ დოქტორანტს საკუთარი კვლევები თუ მოსაზრებები გამოაქვეყნონ მასში და გაეცნონ ერთმანეთის მუშაობას,” – აღნიშნა როზა ლორთქიფანიძემ.
ჟურნალი აგრარულ ფაკულტეტზე “აგროეკოლოგიურ ასოციაციასთან” ერთად დაფუძნდა, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიან საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სხვადასხვა დარგის მეცნიერები.