ქვეყნიდან 140 კილოგრამზე ნაკლები ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი აიკრძალა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით ქვეყნიდან 140 კილოგრამზე ნაკლები ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი აიკრძალა. ამის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესში“ ცვლილებები შევიდა.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნიდან 140 კილოგრამზე ნაკლები ცოცხალი წონის მქონე მსხვილფეხა რქოსანი (მოზარდის) პირუტყვის ექსპორტი აიკრძალა. აკრძალვა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს.
ზოგიერთი ფერმერი მითითებული ზღვარის დაწესებას საკმარისად არ მიიჩნევს და მის გაზრდას ითხოვს.
მაგალითად როგორც ფერმერი ბექა გონაშვილი bm.ge-ისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნავს _ „მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე დაწესებული წონის ზღვარი 140-დან 200 კილოგრამამდე მაინც უნდა გაიზარდოს, რადგან მოქმედი აკრძალვა უშედეგო იქნება.
,,140-კილოგრამიან ზღვარს ეფექტი არ ექნება. აკრძალვების მომხრე არ ვარ, მაგრამ ქვეყნის ინტერესებს დღეს ასე სჭირდება. მე ხორცის მწარმოებელი ვარ, რაც უფრო ძვირი ეღირება ხორცი, ჩემთვის უკეთესია, მაგრამ მე ვიცი, რომ დარგი მალე ძალიან სავალალო მდგომარეობაში ჩავარდება; ხვალ ეს ქვეყანას პრობლემად იქცევა. ხორცის ფასი აიწევს“.
გონაშვილის განმარტებით, ხორცის ფასი ახლაც მომატებულია, რაც იმან განაპირობა, რომ მოთხოვნა არის, მაგრამ საკმარისი არ არის მიწოდება.
,,წელიწადში 100 ათასამდე სული ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გადის ექსპორტზე, ძირითადად ერაყის მიმართულებით. მიჰყავთ მცირე წონის საქონელი, ადგილზე ასუქებენ და კლავენ. მოთხოვნა სწორედ პატარა წონის საქონელზეა, რადგან ამით დიდი მოგებას ნახულობენ“, _ აცხადებს ფერმერი.
წონის მიხედვით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის აკრძალვა მიღებული პრაქტიკა. არცერთი ევროპული ქვეყნიდან მცირე წონის საქონლის არ გადის ექსპორტზე.