ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 2017
ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2017 წლის სექტემბერში საქართველოში პირველი ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება. კონკურსი გაიმართება ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში.
კონკურსის მიზანია:
- მისოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა (როგორც ქართული ასევე უცხოური);
- ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა;
- სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება.
დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების და რეგისტაციის შესახებ იხილეთ ბმულზე:
http://www.gwa.ge/upload/file/ქვევრის_ღვინის_საერთაშორისო_კონკურსი_20171.pdf
სარეგისტრაციო ფორმა:
http://www.gwa.ge/upload/file/სარეგისტრაციო_ფორმა_-_ქვევრის_ღვინის_საერთაშორისო_კონკურსი_20171.docx
წყარო:http://www.gwa.ge