რა აგროტექნიკური მეთოდების გამოყენება შეიძლება ბიოვენახში?

 

საქართველოში მოქმედი „ბიოწესების“ თანახმად ბიოვენახის ნიადაგის დამუშავებისა და კულტივაციისათვის ნებადართულია ისეთი მეთოდების გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შენარჩუნებას და მატებას, იცავს მას ეროზიისა და გამკვრივებისაგან.

ამ მიზნით შესაძლებელია მივმართოთ ხვნას, სიდერაცას, კომპოსტირებას, მულჩირებას, ორგანული სასუქისა და ბიოპრეპარატების შეტანას, დაკორდებას.

 მიკროორგანიზმების შემცველი საშუალებების გამოყენება დაშვებულია ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ასევე კომპოსტის აქტივაციისათვის ბიომეურნეობაში ნებადართული სასუქები და ნიადაგის ნაყოფირების ასამაღლებელი საშუალებები.

დაუშვებელია მინერალური -აზოტ შემცველი სასუქების და ქიმიური სინთეზით მიღებული სასუქების გამოყენება;

 ნიადაგის დამცავი საფარისათვის დაშვებულია სინთეზური მულჩის, პოლიეთილენის და პოლიპროპილენის ან სხვა პოლიკარბონატების გამოყენება, მაგრამ გამოყენების შემდეგ აუცილებელია მათი ნაკვეთიდან გატანა და განადგურება.

 ვაზის ნერგის წარმოებისათვის დაშვებულია მხოლოდ ბიომეთოდებით მიღებული სამყნობი მასალის გამოყენება;

 მცენარეთა დაცვის ღონისძიებები დაავადებების, სარეველების და მავნებლებისაგან დაცვის მიზნით ხორციელდება სახეობების და ჯიშების შერჩევით, კულტივაციის გამოყენებით.

 ასევე შესაძლებელია მცენარეული ნაყენების და ნახარშების გამოყენება.

 გარდა ამისა, ბიომეურნეობაში ნებადართულია სპილენძის და გოგირდის შემცველი არაორგანული პესტიციდები და „ბიოწესებით“ განსაზღვრული მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებების გამოყენება