რა მოხდა გუშინ, 8 ივნისს?

– მეცხვარეებისთვის 2017 წლის 8 ივნისი დიდი დაფასების დღედ შემიძლიან შევაფასო, მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს და მხარი დაგვიჭირეს, ამაზე მეტი რა შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო ამ ბოლო წლების ჩვენი ბრძოლის შემხედვარე?!

ცუდია რომ 3 წელზე მეტი ბრძოლაში გავატარეთ, უაზრო ბრძოლაში ჩემი აზრით, მაგრამ შედეგი დადგა, მთავარი ესაა!

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში  ამ საკითხში გვერდში მედგა და მხარს მიჭერდა:
_  ჩემ ოჯახს, მამაჩემს და ჩემ ძმას, განსაკუთრებით, ჩემ მეუღლეს Nino Bakhtadze -ს განუზომელი მხარდაჭერისთვის!
Rati Kochlamazashvili უზარმაზარი ცოდნის, დაფიქრების და ანალიზის უნარის მქონე ადამინი, მისი სტატუსი ჩემი მოადგილეა, მაგრამ ჩემზე მეტი გააფრთრებით იცავდა მეცხვარეების ბედს.
– განსაკუთრებული მადლობა სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო / Ministry of Agriculture of Georgia, ეკონომიკის მინისტრს, გიორგი გახარიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბატონ Dimitry Kumsishvili-ს და ბატონ პრემიერ მინისტრს, Giorgi Kvirikashvili-ს, რომელსაც პირადად არც შევხვედრივარ ამ თემაზე, მაგრამ ვგრძნობდით მეცხვარეები მის მხარდაჭერას შარშან აგვისტოდან მოყოლებული.
– განსაკუთრებული მადლობა ყველა მედია საშუალებას და ჟურნალისტებს რომლებიც უფრო მეტნი ხართ ვიდრე აქ ჩამოვთვლი, მაგრამ რომ არა თქვენი დახმარება და მხარდაჭერა ჩვენ ამას ვერ შევძლებდით: Nino Zuriashvili Tskriala Shermadini რადიო პალიტრა FM 103.9 – Radio Palitra FM 103.9 Giorgi Isakadze Telara GelantiaSandrő Jupalàkiǎnĭ სანდრო ვეფხვაძე საქმიანი დილა ბიზნესკურიერიNino Khajo Akaki Gogichaishvili გელა მთივლიშვილი ია ანთაძე ია ანთაძე და სხვები… (ყველას ყველას ყველას!)
აქვე მინდა გავიხსენო ის ადამიანი, ვინც ყველაზე პირველმა დამიჭირა მხარი გადაცემიდან 20/30, ეს იყო ცხონებული, ყველაზე ტკბილი, ნაღდი და მებრძოლი ქართველი ჟურნალისტი Zviad Tkhelidze, მან დაიწყო პირველმა ამ საკითხის წამოწევა და მომცა ძალაც, რომ მებრძოლა…
აქვე მინდა გავიხსენო, ჩვენი უფროსი თანამებრძოლი, თუშების ნამდვილი მედროშე Zurab Murtazashvili,
ყველა მეცხვარე/ჯარისკაცს მადლობა ბოლომდე ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის: Uta Wiklauri Ilia Ushishaidze Badri Lekaidze Ilia Kazalikashvili Ilia Khinchagashvili Ioseb Benashvili George AbulidzeGogi Bekuraidze თუში მეცხვარე / Tushi Mecxvare Badri Kochlamazashvili და კიდე ბევრი სხვა, ვისაც ფეისბუქი არ აქვთ, მაგრამ ყოველდღე ვხვდებოდით…
– განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ საჯარო მოხელეს, ვინც მხარს გვიჭერდა, ზოგთან ომიც მომიწია თავიდან, მანამ  ავუხსენი რო მართლები ვიყავით, ზოგს უბრალოდ არ უნდოდა დაენახა და გამოეხატა მხარდაჭერა, არ შეეძლოთ, მაგრამ მხარს გვიჭრდენენ, განსაკუთრებული მადლობა თავისი პროფესიონალიზმისთვის Lasha Avaliani-ს, Giorgi Iakobashvili -ს და სურსათის ეროვნული სააგენტო-ს სხვა ნებისმიერი რანგის თანამშრომლებს

ყველას დიდი მადლობა!!!

თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ იძლევა და გაასმაგებული ძალებითაა საშრომი ახალი ტექნოლოგიების, ცოდნის და შესაძლებლობების შემოსატანად და მეცხვარეობის უმაღლეს დონეზე განსავითარებლად ჩვენს პატარა ქვეყანაში.

PS(გუშინ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს ცხვრის იმპორტთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, რომელიც ქართველ მეცხვარეთა და ფერმერთა ინტერესების დაცვას ემსახურება.
კერძოდ: „ცვლილებები უკავშირდება კარანტინის წესების გამკაცრებას. თქვენ იცით, რომ სამწუხარო პრაქტიკა არსებობდა, საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან ცხვრის შემოყვანის. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მათ ქართულ ცხვარში ურევდნენ. რა თქმა უნდა, ეს ვეტერინარული თვალსაზრისით, რისკისშემცველია, ქართულ ცხვარში უცხო ცხვრის შერევა. კარანტინის წესები ახლა საკმაოდ მკაცრად გაკონტროლდება. შესაბამისად, ფაქტობრივად გამოირიცხება შემთხვევები, როცა საქართველოდან ქართულის სახელით გავა ექსპორტზე უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვარი )agronews.ge რედ

ბექა გონაშვილი,

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე,

სტილი დაცულია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.