რა ცვლილებები განხორციელდა მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში?
ახალი რედაქციით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სულ მცირე 14 მეპაიეს (აქამდე მოქმედი წესით იყო 20 მეპაიე), ინდივიდუალურად საკუთრებაში უნდა ქონდეს, ან საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში 0.3 ჰექტარ ვენახზე ნაკლები არ უნდა ქონდეს შეტანილი.
ამასთან, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი პროგრამას განახორციელებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 20 მეპაიეტან 10 მეპაიემდე შემცირდა, რომელთაგან, არანაკლებ 7 მეპაიეს ინდივიდუალურად საკუთრებაში, ან საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში 0.1 ჰექტარი ვენახიზე ნაკლები უნდა ქონდეს შტანილი.
ახალი პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები უზრუნველყოფენ საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის აშენებას/რეკონსტრუქციას, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის ღირებულების 90%-იან თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა.
აღნიშნული ცვლილება უფრო გაამარტივებს და მოქნილს გახდის პროგრამის შესრულების პირობებს სააგენტოს მხრიდან. თუ პროექტის განხორციელება დაგეგმილია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სააგენტოს თანადაფინანსება მოიცავს არანაკლებ 50 ტონა ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის ღირებულების, არაუმეტეს 95%-იან თანადაფინანსებას. აღნიშნული ცვლილებით, პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება მაქსიმალურად ხელი შეეწყოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროექტის დაწყებიდან დღემდე, მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყურძნის გადამმუშავებელი 13 კოოპერაციული საწარმო დაფინანსდა, 12 კახეთის რეგიონში და 1 იმერეთში. კოოპერატივებმა, 100 ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავებისათვის, სახელმწიფოსგან ჯამურად 6 მილიონ ლარამდე ღირებულების საჭირო აღჭურვილობა მიიღეს.