რა უფასო მომსახურებას გაგიწევენ მიწის რეგისტრაციის დროს

სახელმწიფო აგრძელებს საქართველოს მოქალაქეებისთვის მიწის უფასო რეგისტრაციის რეფორმას.

მათ ვისაც ჯერ არ დაურეგისტრირებია მიწა განცხადებით უნდა მიმართოს საჯარო რეესტრს და წარუდგინოს იმ მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რომლის რეგისტრაციაც სურს. განცხადების და აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჭირო ყველა მომსახურებას თავად განახორციელებს.

რეფორმის მიმდინარეობისას მოქალაქეებისთვის შემდეგი სერვისებია უფასო:

საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;

ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება;

სანოტარო მედიაცია;

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;

ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.

მიწის რეფორმის ამოქმედებიდან გამარტივებული პროცედურებით უკვე 600 ათასზე მეტი განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა.

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება.