ცხრა რჩევა ფერმერებს ცხოველთა და ფრინველთა დაავადებების გავრცელების ორმხრივი პრევენციისთვის
ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ფერმის ცხოველები ან ფრინველები შეიძლება COVID-19 _ კორონავირუსით დაინფიცირდნენ.
მანამდე კი:
1. მოერიდეთ ცხოველთან / ფრინველთან ხშირ კონტაქტს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მის ჯანმრთელობაში არ ხართ დარწმუნებული;
2. ცხოველებთან კონტაქტის დროს ყოველთვის დაიცავით პირადი ჰიგიენის ძირითადი წესები. მნიშვნელოვანია, საფუძვლიანად დავიბანოთ ხელები საპნით, ან ცხოველებთან ყოველი კონტაქტის შემდეგ გამოვიყენოთ ხელის სადეზინფექციო საშუალებები. ეს ასევე დაგვიცავს სხვა ბაქტერიებისგან, როგორიცაა: ნაწლავური ჩხირი და სალმონელოზი;
3. ხშირად ჩაატარეთ იმ სადგომთა დეზინფექცია, სადაც ცხოველები და ფრინველები არიან დაბინავებული. ზოგიერთი პრეპარატით (მაგ. იოდზეფი 10%) დეზინფექცია ცხოველების და ფრინველების იქ ყოფნის დროსაც შეიძლება. სხვადასხვა საშუალებით დეზინფექციისას სადგომი ცარიელი უნდა იყოს;
4. სადგომის დეზინფექციის შემდეგ საჭიროა შენობის გაშრობა და განიავება 3-4 საათის განმავლობაში;
5. პერიოდულად ჩაატარეთ საპროფილაქტიკო-სადეზინფექციო და სადეზინვაზიო სამუშაოები იმ ობიექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ცხოველთა შენახვასთან, საკვების საწყობებთან, ნედლეულის ტრანსპორტირებასთან და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან;
6. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუდმივად განაახლეთ ფერმების შესასვლელში განთავსებული დეზობარიერები;
7. გამოიყენეთ ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედების (მათ შორის ღორის აფრიკული ჭირსა და ქათმის გრიპის აღმძვრელებზე) საშუალებები;
8. შესაძლებლობების ფარგლებში, სასურველია ცხოველთა დაწყურებისათვის განკუთვნილი წყლის გაუვნებლობა (დეზინფექცია);
9. ცხოველთა ან ფრინველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვის შემთხვევაში დროულად მიმართეთ ადგილობრივ ვეტერინარს.
დაიცავი ჰიგიენის წესები და იქნები დაცული!
კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე – 591 80 78 85
კონსულტაცია უფასოა!