რჩევები _ როგორ გავფილტროთ სახლის პირობებში გამოხდილი ჭაჭის არაყი

 ღვინო რომ დადუღდება და მეღვინეები ახალ ღვინოს გადაიღებენ, გაზაფხულობით ან/და შემოდგომობით ჭაჭის გამოხდას იწყებენ. ცხადია ჭაჭის არაყი ერთგვაროვანი სასმელი არ არის, რადგან განსხვავებულია სახდელი მასალა და მხდელის ხელწერაც.
აქვე აღსანიშნავია რომ ყველა რეგიონს ჭაჭის  გამოხდის თავისებური „სტილი“ აქვს, თუმცა ყველა მხდელის წინაშე უმთავრესი პრობლემა  ჭაჭის გაფილტვრაა. 

საქართველოში სითხეს, რომელსაც ჭაჭას ვუწოდებთ ნაწილობრივ გამოხატავს იმ ალკოჰოლური სასმელის თვისებებს და სხვა მახასიათებლებს, რასაც მთელი მსოფლიო იცნობს.

არაყი აღმოსავლური, კერძოდ კი არაბული, სპარსული და თურქული წარმომავლობის სიტყვაა და უფრო დისტილაციის მეთოდით მიღებულ სასმელებს შეესაბამება. ჭაჭა კი, წურძნის ნარჩენი მასისგან იხდება.

ალკოჰოლური სასმელის გამოხდის დროს  დისტილაცია – გადადენა, ასევე ორთქლის შემდგომი გაცივება და კონდენსატის მიღება უმთავრესია. მიღებულია ჭაჭის ან/და არყის ერთჯერადი და ორჯერადი გამოხდა. რაც შეეხება სასმელ წყალს, მისი დამუშავება ალკოჰოლური სასმელების ხარისხის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს, რადგან საბოლოო პროდუქტში წყლის მოცულობა 45-60% შეადგენს. 

როგორ ცნობილია, ნებისმიერი კუსტარული წესით გამოხდილი არაყი მძიმე დასალევია, რადგან ის ბევრ ეთერზეთებს შეიცავს. ამ ეთერზეთებისგან გაფილტვრის რამდენიმე წესი არსებობს, ერთ-ერთი მათგანია კალიუმის პერმანგანატით (марганцовка) ფილტრაცია – კალიუმის პერმანგანატს სასმელში ხსნიან, რა დროსაც ის მუქ ვარდისფერ შეფერილობას იძენს. სითხეს აღნიშნულ მდგომარეობაში 10 დღის განმავლობაში ტოვებენ, რა დროსაც მასში თეთრი ფიფქებივით კრისტალები ჩნდება. დაბოლოს, არაყს მარლის რამდენიმე ფენაში ფილტრავენ. გაფილტრული სასმელი სასიამოვნო დასალევია.

 

ასევე დაიმახსოვრეთ, ხშირი გაფილტრისთვის უბრალო ნახშირია უებარი. ამისთვის, ჩააფინეთ მარლა ძაბრში და ჩაყარეთ ნახშირის ნაჭრები. შედეგად, კრიალა სასმელს მიიღებთ.

ბევრი ტექნოლოგი ჭაჭის გასაფილტრად გამოსახდელი სითხის ტემპერატურას აკონტროლებს. როგორ ცნობილია, 58 გრადუსზე მეთანოლის აქროლება ხდება. თუ აღნიშნულ მეთანოლს ადამიანი დალევს, შეიძლება დაბრმავდეს, მაგრამ ძალიან ნუ შეშინდებით, მეთანოლი მხოლოდ მაშინ აბრმავებს, როდესაც მას ადამიანი მუდმივად მოიხმარს.

დასავლეთ საქართველოში ტრადიციული ჭაჭა დაახლოებით 78 გრადუსზე იხდება.

ჭაჭის გამოხდის დროს თუ ტემპერატურას მუდმივად 80 გრადუსს შეინარჩუნებთ, ძალიან კარგ შედეგს მიიღებთ.

წყარო: allwine.ge