რძეში ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული სტაფილოკოკების რაოდენობა იზრდება
ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობის ზრდა მსოფლიოსთვის საფრთხის მაუწყებელი ნიშანია.
ანტიბიოტიკების საშუალებით მკურნალობდნენ ტუბერკულოზს, პნევმონიას და ტიფს, თუმცა დღეს ეს დაავადებები ანტიბიოტიკებით მკურნალობას არ ემორჩილება. ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენების შედეგად ამ პათოგენებმა შეიძინეს გენები, რომელიც მათ მედიკამენტების უმეტესობის მიმართ იმუნიტეტს უძლიერებს.
როგორც სხვა ბაქტერიული ინფექციებისას, მასტიტის შემთხვევაშიც მერძევე ფერმერები პირველ რიგში მიმართავენ ანტიბიოტიკებით მკურნალობას. მაგრამ მუშაობს კი ეს მიდგომა? „ინტენსიურმა ანტიბიოტიკურმა თერაპიამ, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებში იყენებენ, შეიძლება დაამარცხოს დაავადება დაავადებული პირუტყვის 52%-ში. ასეთმა შედეგმა სკანდინავიის ქვეყნებს უკვე უბიძგა შეეზღუდათ სტაფილოკოკური მასტიტით დაავადებული პირუტყვის მკურნალობა და ამის ნაცვლად დაეკლათ ან ჩაენაცვლებინათ დაავადებული პირუტყვი ნახირში.“
პრობლემა ანტიბიოტიკების შეუზღუდავ გამოყენებაშია, რომელმაც უკვე გამოიწვია სტაფილოკოკების შტამების რეზისტენტობა β-ლაქტამის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ. „ჩვენ არ გვჭირდება ძლიერი ანტიბიოტიკების გამოყენება მასტიტის სამკურნალოდ. ისეთმა ქვეყნებმა როგორიცაა აშშ უკვე აღიარა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი უფრო ძლიერ საფრთხედ ვიდრე აივ ინფექცია.“
„ნაკლები სიმძლავრის ანტიბიოტიკების დროულ და სწორ გამოყენებას შეუძლია მაღალი პროცენტულობით დადებითი შედეგების მოტანა მასტიტით დაავადებულ ძროხებში, დარჩენილ შემთხვევები კი აუცილებლად იმოქმედებს მეორე თაობის ანტიბიოტიკები. მხოლოდ მცირე ნაწილს შეიძლება დასჭირდეს მესამე თაობის ანტიბიოტიკები და კიდევ უფრო ცოტა იქნება ისეთი შემთხვევა, როცა ანტიბიოტიკები არ იმოქმედებს საერთოდ. ის რაც სინამდვილეში ხდება არის ის, რომ ვეტერინარები სამკურნალოდ თავიდანვე იყენებენ მესამე თაობის ანტიბიოტიკებს. რაც თავისთავად ხელს უწყობს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიის განვითარებას,“ აღნიშნავს დოქტორი კულნაგარა.
საბედნიეროდ, სტაფილოკოკის ბაქტერია ვერ უძლებს პასტერიზაციას. თუმცა ინფრასტრუქტურის უქონლობის გამო ბევრი ჯერ კიდევ მოიხმარს არაპასტერიზებულ რძეს.
წყარო: georgiandairy.org