რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 8 რეგიონში რძის გადამამუშავებელი 13 კოოპერაციული საწარმო აშენდება.

♦ რძის გადამამუშავებელი 13 საწარმო საქართველოს 8 რეგიონში აშენდება, მათ შორის:
• სამცხე-ჯავახეთში – 4 (ნინოწმინდა – 3, ასპინძა – 1);
• გურიაში – 1 (ოზურგეთი);
• რაჭა-ლეჩხუმში – 3 ( ცაგერი – 2, ონი – 1);
• იმერეთში – 1 (ჭიათურა);
• მცხეთა-მთიანეთში – 1 (თიანეთი);
• აჭარაში – 1 (ხულო);
• შიდა ქართლში – 1 (კასპი);
• ქვემო ქართლში – 1 (წალკა).

♦ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ 280-ზე მეტ მეპაიეს, შესაძლებლობა ეძლევა სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის ფარგლებში კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას.

♦ მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემა სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყბა.

პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების შექმნის სტიმულირება.