რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე  www.acda.gov.ge 30 მაისამდე  გაგრძელდება.

სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მესაქონლეობის  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს   სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები გადაეცემა. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით მიიღებენ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას.

თუ კოოპერატივს  ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული თხა (ნეზვი), მას გადაეცემა 12 ადგილიანი საწველი და ყველის დასამზადებელი რძის საწარმოო აღჭურვილობა.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივის ვალდებულებაა წარმოადგინოს საწარმოსავის საჭირო შენობა-ნაგებობა, სადაც  კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადასაცემი დანადგარები განთავსდება.

მეცხვარეობის კოოპერატივებს თანადაფინანსებით ღირებულების 30%-ად, თუ კოპერატივს ან მის მეპაიეს (მეპაიეებს) საკუთრებაში ჰყავთ 2000 სული  ცხვარი (ნერბი), გადაცემა 24 ადგილიანი მობილური საწველი აღჭურვილობა.

პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივებს რძისა და რძის ახალი პორდუქტების წარმოების საშუალება უჩნება, რაც კარგი პირობაა საიმისოდ რომ გაიზარდოს კოოპერატივის წარმადობა და  მეპაიეთა შესამოსავლები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.