რედხეივენის ჯიშის ატმის ნერგები

ტკბილი, სურნელოვანი ატმის მიყვანა ყოველი მებაღეს ოცნებაა, თუმცა, ამ ფაქიზი, პრეტენზიული კულტურის მოვლა ყველას არ შეუძლია, ამიტომ დამწყები ფერმერებისთვის ატმის ჯიშების სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი ატმის ჯიში რედხეივენია (Redhaven), რომელიც  მარტო უხვმოსავლიანობით არის განთქმული, არამედ შედარებით იოლად მოსავლელია, რადგან კარგად იტანს დაავადებებს.

რედხეივენის ჯიშის ატამი საშუალო ზრდის ხეა, მისი სიმაღლე უშუალოდ სამყნობ საძირეზეა  დამოკიდებული და 3-დან 5-მეტრამდე იზრდება.

რედხეივენი ფართო, მომრგვალო ფორმის ვარჯს ივითარებს, აქვს ძლიერი ტოტები, გამძლე, მაგარი ქერქი, ლანცეტისებრი გლუვი ფოთლები, ნაზი მოვარდისფრო-მოყვითალო სურნელოვანი ყვავილები.

რედხეივენის ატმის ყვავილობა 2 კვირამდე გრძელდება,  ნაყოფი კი სწრაფად იზრდება. მწიფე ატამი მიმზიდველი, მომრგვალო, ოდნავ ასიმეტრიული ფორმისაა. დარგვიდან ნაყოფს მესამე წლიწადს იძლევა. უხვმოსავლიანი ჯიშია და ერთი ხიდან, კარგი მოვლის პირობებში, სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ 100 კილოგრამამდე ნაყოფსაც კი იძლევა. მწიფდება ივლისის შუა რიცხვებში, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის, რადგან ამ დროს ბაზარზე ატამი საკამოდ მაღალ ფასად იყიდება.

ყინვაგამძლე ჯიშია, იოლად იტანს 25°C-მდე დაბალ ტემპერატურას. საგაზაფხულო წაყინვებისადმი გამძლეა, ცოცხლობს და მსხმოიარობს საკმაოდ დიდხანს, თითქმის 20 წელიწადს.

რედხეივენი უნივერსალური ატმის ჯიშია. არაჩვეულებრივი გემოვნური თვისებების გამო, ის საუკეთესო სადესერტო ხილია, ასევე გამოიყენება წვენების, ხილფაფების, მურაბების დასამზადებლად. მკვრივი კანისა და რბილობის წყალობით კარგად იტანს ტრანსპორტირებას.

ოთახის ტემპერატურზე ნაყოფი 2-3 დღე ძლებს, ხოლო მაცივარში 0-დან +2°С-მდე გემოვნურ თვისებებსა და სასაქონლო სახეს 7-8 დღე ინარჩუნებს.

ნერგების შესაძენად დაუკავშირდით მისამართზე: თბილისი, წერეთლის გამზ. № 140 გ.

ტელ: 577 600 801; 577 600 820; 577 211 771