რეფორმეტრი _ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, 2018 წლის შესრულების შეფასება

დღეს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტმა სოფლის მეურნეობის 2015-2020 წლების განვითარების სტრატეგია 2018 წლის მაჩვენებლების შეფასების პრეზენტაცია გამართა და მოწვეულ სტუმრებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების 2018 წლის მაჩვენებლების ანალიზი და შედეგები გააცნო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებები ეფექტიანად სრულდება, შესრულების კოეფიციენტი 80% აჭარბებს.

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობის, ადამიანური რესურსების განვითარების, ინფრასტრუქტურისა და საბიუჯეტო თანხების მიზნობრივი მართვის, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით მუშაობის საკითხები.

ასევე განხილულ იქნა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები.

„სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის” შესრულების შეფასების პრეზენტაციას დაესწრო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა, რომელმაც შეაფასა კვლევის შედეგები და უპასუხა კითხვებს, რომელიც დარგში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, არასამთავრობო, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.