რისკების მართვა

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამშრომლებმა ბიოუსაფრთხოების რისკების შეფასების სამდღიანი ინტენსიური სწავლების კურსი გაიარეს. მოწვეულმა მწვრთნელმა, ბიოუსაფრთხოების სპეციალისტმა სტივ რორერმა თბილისისა და რეგიონული ლაბორატორიის თანამშრომლებისათვის ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარიული ნორმების დაცვის შესახებ  მასტერკლასიც ჩაატარა.

ლექციებზე მონაწილე სპეციალისტებმაც წარმოადგინეს პრეზენტაციები და კოლეგებს  ბიოლოგიურ ანგეტებთან მუშაობის რისკის შეფასების საუთარი გამოცდილება გაუზიარეს. სწავლებაზე ასევე განიხილეს  ბიოუსაფრთხოების ზოგადი საკითხები და ბიოლოგიური ნარჩენების მართვის პროცედურები.

აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიულ პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურებზე, ქცევის ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე.

რისკის მართვის შესახებ სწავლება ითვალისწინებს საშიშ მასალებთან მუშაობის დროს აუცილებელი ინფორმაციის გაცნობას, ბიორისკების შემცირებისა და პრევენციისთვის საჭირო ბიოუსაფრთხოების მეთოდების, ბიოდაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოებისადმი წაყენებულ მოთხოვნების დაცვას.

მნიშვნელოვანია სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის როლი ეპიზოოტური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფაში. საქართველოს სოფლის მეურნეობის ცენტრალური და რეგიონული ლაბორატორიები აქტიურად არიან ჩართულნი აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ „ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის” და „ერთიანი ჯანმრთელობის „ პროგრამაში, რაც ითვალისწინებს ეპიდაფეთქებების რისკების დროს დაგეგმილ ღონისძიებებში ლაბორატორიულ კომპონენტის დროულ ჩართვას.

სალომე ქარელი

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.