როგორ დავიცვათ აეროპორტები და სხვა ტერიტორიები ფრინველებისგან?

მსოფლიოში ყოველდღიურად თვითმფრინავებთან ფრინველების შეჯახების 5000 შემთხვევა ფიქსირდება, რაც უმეტესად ლაინერების აფრენის და დაფრენის დროს ხდება. თვითმფრინავის ძრავში ფრინველის მოხვედრა ხშირად ავიაკატასტროფების მიზეზია, რასაც ბევრი ადამიანის სიციცხლე ეწირება. ამიტომ თვითმფრინავების ფრინველებისგან დაცვაზე ზრუნვა სპეციალისტებმა განსაკუთრებით მას შემდეგ გააძლიერეს, რაც ადამიანმა ავიაცია რეაქტიული ძრავებით აღჭურვა, თუმცა ეფექტიან, ჰუმანურ და ეკონომიკურად მომგებიან მეთოდს ცოტა ხნის წინათ მიაგნეს. მათ აეროდრომებზე ფრინველთა დასაფრთხობად სპეციალური ფრინველებზე გამიზნული ხანგრძლივმოქმედი რეპელენტების გამოყენება დაიწყეს, რამაც საოცარი შედეგი გამოიღო.

რეპელენტები სპეციფიკური სუნის მქონე ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატებია, რომელიც ქიმიური ნივთიერება მეტილანტრანილატზეა დამზადებული და პრაქტიკულად ყველა სახეობის ფრინველს აფრთხობს, იმ ადგილიდან გაცლას აიძულებს, სადაც ეს ნივთიერებაა გამოყენებული.

პრეპარატის სუნი აღიზიანებს და მოსვენებას უკარგავს ფრინველს, უთრგუნავს სივრცეში ორიენტაციის უნარს, აბრუებს და უძლიერებს ღებინების რეფლექსს, ამიტომ ფრინველები სწრაფად ტოვებენ პრეპარატით დამუშავებულ ტერიტორიებს და უკან არ ბრუნდებიან, ვიდრე ამ ნივთიერების სპეციფიკური სუნის უმცირესი კვალიც კი შეიგრძნობა.

მნიშვნელოვანია, რომ ეკოლოგიურია, მეტილანტრანილატი არ წამლავს ფრინველს, ცხოველს, მწერებს, ქვეწარმავლებს, არ იწვევს ადამიანებში უსიამოვნო შეგრძნებას.

ეფექტიანობა: ამ პრეპარატით აეროპორტის ტერიტორიის დამუშავების შემდეგ ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და თვითმფრინავების ძრავები ფრინველების მოხვედრისგან 20-30 დღის განმავლობაში დაცულია. მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი ეფექტიანობას ინარჩუნებს ავდარშიც, წვიმის დროსაც, ამიტომ რეკომენდებულია სამუშაო ხსნარს დაემატოს რომელიმე ბიომიმწებებელი (ადიუვანტი).

ეკონომიურობა: თხევად პრეპარატს ერთეულ ფართობზე ძალიან მცირე ხარჯი აქვს, რაც მნიშვნელოვანი დიდი ტერიტორიების დამუშავების დროს. ერთი ჰექტარის დასამუშავებლად საჭიროა 1500 ლიტრი ხსნარი, რომელის მოსამზადებლადაც საჭიროა 1 ლიტრი რეპელენტი. ტერიტორიის დასამუშავებლად გამოდგება ნებისმიერი შესასხურებელი აგრეგატი.

ეკოლოგიურობა: რეპელენტებით აეროპორტების და სხვა ტერიტორიის დამუშავება, ფრინველების დაფრთხობა გარემოსთვის სრულიად უვნებელია. ის არ ხოცავს ფრინველებს, მხოლოდ აფრთხობს, არ ზემოქმედებს ცხოველებზე და სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე. 30 დღის შემდეგ აქტიური ნივთიერება ჩადის ნიადაგში, 1-2 კვირის განმავლობაში კი იშლება და უკვალოდ ქრება.