როგორ გამოვიტყუოთ ყვავილები ისე, რომ ყვავილობის პერიოდი სასურველ დროს დაემთხვეს

ამ ხერხს რუსულად ,,Выгонка“-ს უწოდებენ, ფრანგულად _ ,,Forçage“ _  ქართულად ,,გამოტყუება“.
,,გამოტყუება“ სხვადასხვა საშუალებებათა ერთობლივობაა, რითაც რეგულირდება სასურველი ყვავილობის დრო და რაც აიძულებს მცენარეს, დააჩქაროს ზრდა-განვითარება, უხვად გამოიტანოს ყვავილები ,,შეკვეთილ“ დროს, სეზონის მიუხედავად გამოიღოს ნაყოფი.

ამ მეთოდს ემორჩილება: ამარილისი, ფრეზია, ზამბახი, ალისარჩული, თეთრყვავილა, ენძელა, ტიტა, კროკუსი (შაფრანი), სუმბული, ნარგიზი, მიხაკი, ქრიზანთემა, ყოჩივარდა, შროშანი, მწვანე ხახვი და სხვა. ასევე დეკორატიული ბუჩქოვნები: ვარდი, იასამანი, ჰორტენზია და სხვა.

სხვადასხვა მცენარისთვის ,,გამოტყუების“ ხერხი და ვადები ერთმანეთისაგან შეიძლება ცოტა განსხვავებული იყოს, მაგრამ პრინციპი ყველასთვის საერთოა.

ეს ტექნოლოგია ტიტების მაგალითზე განვიხილოთ:

გამოტყუებისთვის მზადება ბევრად ადრე _ წინა წელიწადს იწყება. გაზაფხულზე, როდესაც მცენარე აღმოცენდება, შეარჩევენ შესაბამის ინდივიდებს და არ აცდიან ყვავილის გაზრდას, კოკრებს აწყვეტენ. შემდეგ რწყავენ და ანოყიერებენ.

ამოთხრილი ბოლქვები  ზაფხულში 17-23 გრადუს ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს . რადგან ასეთი რეჟიმის შექმნა ძნელია, ამ მიზნისთვის ხშირად  სპეციალურად გამოყვანილ ბოლქვებს სპეციალურ სანერგეებში იძენენ.

გამოსატუებელი ყვავილის ბოლქვების შესანახად _ ბოლქვების დასარგავად მიწა უნდა მოამზადოთ რაიმე კონტეინერში, სადაც მიწასთან ერთად  1:1 პროპორციით ქვიშაც იქნება შერეული. შემდეგ მომზადეულ გრუნტში ბოლქვები ირგვება მჭიდროდ, 2-3 სმ. სიღრმეზე _ 1,5 სმ. დაშორებით.

შემდეგ დასარგავი მასალა, რომელიც უნდა ,,გამოიტყუონ“ თებერვალში, ირწყვება და თავისი კონტეინერით მაცივარში ან სარდაფში 5-9°С-ზე 4-6 კვირის განმავლობაში თავსდება, ვიდრე მწვანე ყლორტები არ წამოუვა (არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პოლიეთილინის გადაფარება!). შემდეგ ყლორტების ზრდის დასაჩქარებლად 10 დღის გამავლობაში  თბილ (ან აფარებენ ქაღალდის შავ ჩაჩებს), ბნელ ადგილზე გადააქვთ.

იმისათვის, რომ მცენარე გაზაფხულის დასაწყისისთვის აყვავდეს, გამოსატყუებლად ნათელ ადგილზე გამოაქვთ და ერთი კვირა აჩერებენ (თუ საჭიროა უკეთდება დამატებითი განათება), სადაც სითბო 18°С-ზე ნაკლები არ არის. 

ტიტები „გამოტყუებიდან“ და დაახლოებით, 5 კვირაში აყვავდებიან. ანალოგიურად არის შესაძლებელი სხვა ყვავილების „გამოტყუებაც“.

თქვენი ბაღი