როგორ იყო დატვირთული ქვეყანაში მოქმედი ელევატორები 2019 წლის მე-4 კვარტალში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2019 წლის IV კვარტალში საქართველოში 21 ელევატორი მუშაობდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (42.9 პროცენტი) რეგიონშა განთავსებული.

საქართველოში მოქმედი ელევატორები რეგიონების მიხედვით,
2019 წლის IV კვარტალი

2019 წლის IV კვარტლის განმავლობაში მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია _ 81 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 902 კაცით განისაზღვრა.

2019 წლის IV კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 169.4 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 80.6 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა:

ელევატორში შენახული პროდუქტების სტრუქტურა,
2019 წლის IV კვარტალი

2019 წლის IV კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 83.2 მლნ. ლარის ღირებულების 104.2 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 53.1 პროცენტი იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების.

ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რაზეც ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 81.2 პროცენტი მოდიოდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 54.3 პროცენტს, ნოემბერში – 54.9 პროცენტს, ხოლო დეკემბერში 57.5 პროცენტს.