როგორ მოვამზადოთ თხევადი პლასტმასი მარტივად

გაგაცნობთ თხევადი პლასტმასის მომზადების მარტივ  ხერხს, რომელის გამოყენებაც მრავალი დანიშნულებით შეძლებთ. თხევადი პლასტიკატით მოხერხებულად შეაკეთებთ დაზიანებულ ნივთების, სათავსოს დაზიანებულ კედლებს, ფანჯრის ჩარჩოებს, გადაუსვავთ და გაასწორებთ დაძველებულ, დაზიანებულ ფიცრის ზედაპირს და ა.შ. იგი საუკეთესო ანტიკოროზიული მასალაა და მისი დეკორატიული მიზნებისთვის გამოყენებაც შეიძლება.

თხევადი პლასტმასის დასამზადებლად გამოგადგებათ პლასტმასის დაზიანებული ნივთები, საყოფაცხოვრებო ტექნიკის (ძველი კომპიუტერის, ტელევიზორის თუ სხვა მოწყობილობების) პლატსმასის კორპუსები და სხვა. 

ჭურჭელი, რაშიც ამზადებთ თხევად პლასტმასს, უნდა იყოს მინის, თუნუქის ან პოლიეთილენის, მაგალითად PET ტექნოლოგიით დამზადებული, რითაც ჩვეულებრივ ლიმონათი ან სასმელი წყალი იყიდება.  

როგორ მოვამზადოთ თხევადი პლასტიკატი

ამის გაკეთება ძალზე იოლია.   პირველ რიგში უნდა დავაქუცმაცოთ პლასტმასის ნაჭერი და ჩავყაროთ ჭურჭელში, რომელშიც ვაპირებთ თხევადი მასის მომზადებას.

პლასტმასს გამხსნელში ვაჩერებთ 24 საათის განმვალობაში. ჭურჭელი, რაშიც თხევად პლასტიკატს ვამზადებთ, თავდახურული უნდა იყოს, რომ გამხსნელი არ აორთქლდეს.

გახსნის პროცესის დასაჩქარებლად, პლასტმასი რაც შეიძლება წვრილად უნდა დაქუცმაცდეს, ან დაიფქვას

თხევადი პლასტიკატის სისქე შეიძლება ვარეგულიროდ გამხსნელის დამატებით ან მისი უთავსახუროდ დაყოვნებით, რათა მოხდეს მასის შეშრობა და გასქელება. 

თუ მასა თხევადი გამოვიდა, გარკვეული ხნის განმავლობაში თავახდილი ვტოვებთ, ხოლო თუ _ სქელი, ვამატებთ გამხსნელს და ვურევთ.

თუ როგორ მზადდება თხევადი პლასტიკატი, აქვე შეგიძლიათ ვიდეორგოლის ნახვაც.

წყარო: delairukami.ru