როგორ მოვაწყოთ ფრანგული ბაღა-ბოსტანი

გაზაფხულზე, როცა თბილი და მზიანი დარი დაიჭერს, ბაღჩა-ბოსტნი გასაშენებლად საუკეთესო პერიოდია. დგება ბოსტნეულის და ყვავილების დარგვა-თესვის დრო. მათთვის კი ვინც სიახლეებს და განსხვავებულ იდეებს ეძებს და სურს თავის ნახელავით თვითონაც ისიამოვნოს და სხვებიც გააოცოს ეს პატარა სტატია იდეის ხორცშესხმაში დაეხმარება. დღეს გთავაზობთ ე.წ. ფრანგული ბაღჩა-ბოსტნის მოწყობის გეგმას.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ფრანგული ბოსტანი ჩვენივე ხელით მოვაწყოთ?

ასეთი ბოსტნის გაკეთდება თუ მოისურვებთ მარტივია, რისთვისაც საჭიროა:
1. სურვილი, გქონდეს ლამაზი ბოსტანი;
2. მეტრიანი ჯოხი, ზომის ასაღებად;
3. გრძელი თოკი, თანაბარი სიგრძის კვადრატის გასაკეთებლად;
4. ბარი, თოხი და ფოცხი;
5. და პატარა მიწის ნაკვეთი.

და კიდევ ერთი რჩევა, გამოგადგებათ ძველი ხალიჩა, ფიცრები და ყველაფერი ის, რის დაფენასაც შეძლებთ ბილიკებზე, რათა კომფორტულად იმოძრავებთ ნათესებს შორის და შესახედავადაც ლამაზი იყოს.


ეს არის სქემა ბაღისა, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ 


 ასე გამოიყურება დამუშავებული და დაგეგმარებული დასათესად გამზადებული ბოსტანი

ბაღჩა-ბოსტნის ზომა დამოკიდებულია თქვენს სურვილსა და შესაძლებლობებზე.

არჩევთ დასათეს და დასარგავ ადგილებს, დაბარავთ, გააფხვიერებთ და მოამზადებთ დასათესად.

•    რომ დავახარისხოთ მიწა და გავანაწილოთ სურვილისამებრ, უნდა გამოვიყენოთ მეტრიანი ჯოხი და თოკი, რის საშუალებითაც გავაკეთებთ ზუსტად თანაბარი მიწის ნაწილებს. ჯერ მონიშნავთ ცენტრს, რომელსაც ექნება წრის ფორმა და მივყვებით ზემოთ ნაჩვენები სქემის მიხედვით. არჩეულ მიწის ნაწილს მონიშნავთ ჯოხით და თოკით გაჭიმავთ დიაგონალზე.

•    ცენტრში დამაგრებული თოკის დახმარებით ადვილად მონიშნავთ მიწის სასურველ ფორმას.

•    როდესაც მონიშნავთ დასათეს მიწას, ცენტრში წრიული მიწის გარშემო და მის ირგვლივ აზომილ მიწებს შორის გააკეთეთ ბილიკები. ეცადეთ ეს ბილიკები ისე გაჭრათ, რომ მიწა,რომელზეც დათესავთ თქვენთვის სასურველი მცენარის თესლს ან დარგავთ ჩითილებს, იყოს უფრო ამაღლებული, რაც კიდევ უფრო თვალშისაცემს გახდის იმ ფორმას, რისი მიღებაც გსურთ.

•    დარჩა მხოლოდ მიწის გაფხვიერება და გამზადება დასათესად, რის შემდეგაც თქვენი სურვილისამებრ შეარჩევთ, რას დათესავთ გამზადებულ მიწაზე.

როდესაც ყველაფერ ამას გააკეთებთ, შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი ფანტაზია და გემოვნება. გააფორმეთ და გაალამაზეთ ბოსტანი, როგორც თქვენ მოგწონთ და გესიამოვნებათ. საბოლოოდ მიიღებთ ბოსტანს, სადაც არა მარტო თქვენს საყვარელი მცენარეებს გაახარებთ, არამედ, მნახველებთანაც მოიწონებთ თავს და თქვენც დატკბებით მისი სილამაზით.

ბაღჩა-ბოსტანს ექნება ყვავილის ფორმა და თქვენი ბაღი იქნება სასარგებლოც და ესთეტიურად მშვენიერიც.
ასე, რომ შეიტანეთ სიახლე და გააკეთეთ განსხვავებული, ლამაზი და დახვეწილი ბოსტანი. დაგვეთანხმებით, რომ საქართველოში ესთეტიკურად მოვლილი და გალამაზებული ბაღების გაშენების კულტურა ჯერ კიდევ სასურველ დონეზე არ არის. არადა თუ მაინც ირჯები, რომ დაამუშაო ბაღი, ნამდვილად არ წარმოადგენს სირთულეს, გააკეთო ეს ყოველივე ისე, რომ თქვენც გაიხაროთ, სხვებიც ასიამოვნოთ და ქათინაურებიც დაიმსახუროთ. მით უმეტეს თუ ეს დამატებით ხარჯებს და დიდ გარჯას არ მოითხოვს.

გისურვებთ წარმატებას და უხვ მოსავალს და სტუმართა სიმრავლეს.