როგორ უნდა განვითარდეს კომერციული სოფლის მეურნეობა – გიორგი ქობულიას სტრატეგია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულია პარლამენტში დეპუტატებთან თავისი 8 თვიანი მოღვაწეობაზე და მის ხედვებზე საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონებში სიღარიბის აღმოსაფხვრელად, აუციელბელია კომერციული სოფლის მეურნეობის განვითარება, რისთვისაც მისი მინისტრობის პერიოდში შეიქმნა სტრატეგია.
გიორგი ქობულიამ კომერციული სოფლის მეურნეობის შექმნისთვის სტრატეგიაში გაწერილ 7 პუნქტზე ისაუბრა, რომელიც კომერციული სოფლის მეურნეობის პოტენციალს შექმნის:
- სასოფლო-სამეურნეო მიწების ინვესტორისთვის გადაცემის ოპტიმიზაცია. დღეს ბევრი ლაპარაკია იმაზე რომ მიწები დანაწევრებულია, მაგრამ პირველი პრობლემა არის ის რომ ის მიწები, რომლებიც სახელმწიფოს კუთვნილებაშია 600 000 ჰა მიწა, გადაცემა ინვესტორებისთვის ძალიან დიდ დაბრკოლებებს აწყდება რეგიონალური მთავრობების მიერ და ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ჩვენ თუ ჩვენი სახელმწიფო მიწა ვერ მივეცით ინვესტორს პროექტის გასაკეთებლად და თვეები ვეჭიდავეთ რეგიონალურ მთავრობებს იმაზე, რომ ვისი ინტერესია და რატომ უნდა მივცეთ, ეს საკითხი თუ არ გადაწყდა არანაირ კომერციულ სოფლის მეურნეობაზე ლაპარაკი არ იქნება. მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი: „სოფლის მეურნეობა უნდა იყოს ასეთი“ არ უშველის.
- მეორე: სასოფლო სამეურნეო მიწების რეგისტრაციის პროექტის დაჩქარება. ჩვენ გვაქვს 700 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც არ არის რეგისტრირებული. არავინ იცის ვისია, რა ზომის არის რა არის. ეს მიწები უნდა დავარეგისტრიროთ. ჯერ ის რაც დარეგისტრირებულია გადაგვაცემინონ ინვესტორისთვის, მეორე რაც დაურეგისტრირებელია – დავარეგისტრიროთ.
- მესამე: კვალიფიკაციის ნაკლებობა. აგრონომების და ვეტერინარების ნაკლებობის შევსება უნდა მოხდეს უცხოური კადრებით სანამ ჩვენსას არ შევქმნით. უნდა გამოვყოთ ამაზე თანხა და ჩავსვათ ის აგრონომი და ვეტერინარი სადაც საჭიროა. იმიტომ რომ ჩვენ რომ ველოდოთ სანამ ამას განვავითარებთ, კიდევ ხუთი წელი გავა და კიდევ 5 წლის მერე დავუბრუნდებით იგივე საკითხს.
- პრობლემებია გადამუშავებისა და შენახვის ინფრასტრუქტურაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების და ჩვენ ვთვლით, რომ PPP-ის ფარგლებში შეგვიძლია შევქმნათ, პროგრამა, სადაც დავასუბსიდირებთ, ნაწილობრივ შენახვის ინფრასტრუქტურას, ვისაც ამისი სურვილი ექნება.
- საგადასახადო და სხვა ინიციატივების რეფორმირება მაღალშემოსავლიანი კულტურების წასახალისებლად. იმის ჩათვლით, რომ რაღაც ეტაპზე შეიძლება მოსავლის სახელმწიფო შესყიდვის პროგრამა შემუშავდეს. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ უნდა დავქოქოთ ეს სიტუაცია.
- ყველა ქვეყნის სოფლის მეურნეობას სჭირდება აგრობანკებისა და გრძელვადიანი აგროკრედიტების შექმნდა. არ გვაქვს გრძელვადიანი აგროკრედიტები, არ გვაქვს სოფლის მეურნეობის კრედიტებში უზრუნველყოფის მექანიზმი, როგორიც არის მაგალითად მოძრავი გირაო.
- და ერთი, განსაკუთრებული მიმართულება მაქვს დაწერილი, რომ ჩვენ გვაქვს თევზის მრეწველობაში დიდი პოტენციალი, იმიტომ რომ გვაქვს საკმაოდ უნიკალური წყლის და გეოგრაფიული პირობები. ჩვენი ძალით, რომ დავიწყოთ ამის კეთება ძალიან რთულია , ამიტომ აქ არის მთავრობის მონაწილეობა საჭირო, მიზანმიმართულად დავაპაკეტოთ ეს პროექტები და შემოვიყვანოთ უცხოელი ინვესტორი.
ეს სტრატეგია, რომელიც ღრმად დეტალიზირებული უნდა იყოს ეკონომიკის სამინისტროში მოგვცემს საშუალებას, რომ მიზანმიმართულად შევქმნდათ კომერციული სოფლის მეურნეობის პოტენციალი, რაც დაგჰვეხმარება სიღარიბის აღმოფხვრაში და ინკლუზიური ზრდის მიღწევაში“, – ამბობს ქობულია.