რუსეთის პრეზიდენტის საჩუქარი აფხაზეთის სოფლის მეურნეობას
20 ივლისს გუდაუთაში რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჩუქრად რუსული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცეს.
ტექნიკა რუსეთის პრეზიდენტის და მთავრობის სახელით ჩაიტანეს აფხაზეთში და ის თავად რაულ ხაჯინბამ ჩაიბარა.
სასოფლო-სამეურნო ტექნიკით დახმარების თხოვნით რუსეთის პრეზიდენტს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიმათა.
ნაჩუქარი ტექნიკის ჩამონათვალშია ფიგურირებს „კიროვეცის“ და „ბელორუსის“ მარკის ტრაქტორები (რაოდენობა მითითებული არ არის), მისაბმელები, გუთნები, კულტივატორები და პესტიციდების შესასხურებელი მოწყობილობები.
როგორც წყარო რუსეთის სოფლის მეურნეობის საიტზე დაყრდნობით იუწყება, აფხაზებმა, კერძოდ რაულ ხაჯინბამ მადლიერება გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში როდესაც სპეციალური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დიდი დეფიციტია, საჩუქრად მიღებული ტექნიკა ხელს შეუწყობს აფხაზეთში სოფლის მეურნეობის განვითარებას.
ღონისძიების ფარგლებში, იქვე გაიმართა მრგვალი მაგიდა და დისკუსია ახალი ნაჩუქარი რუსული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ეფექტიანად გამოყენების თაობაზე.
სავარაუდოდ ეს ტექნიკა გალის რაიონის ქართულ სოფლებამდე ვერ მიაღწევს. გალელ ფერმერებს, სადაც აფხაზეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ძირითადი წილი იწარმოება, კვლავ ხელით და მოძველებული ტექნიკით მოუწევთ შრომა, იუწყება წყარო.