სააქციო საზოგადოება „DV+“ 1000 კვადრატულ მეტრზე 5 ტონა საადრეო კარტოფილის მიღებას გეგმავს
ს/ს „DV+“-ს მეურნეობა ბოლნისის რაიონში აქვს. უახლოეს დღეებში საწარმო სათბურში 2000 კვადრატულ მეტრზე დათესილი საადრეო კარტოფილის აღებას დაიწყებს. როგორც სააქციო საზოგადოების თანადამფუძნებელი დავით ხმელიძე ვარაუდობს 10 ტონა საადრეო კარტოფილის მოსავალს ელოდებიან.
ამასგარდა კომპანიას 60 ჰექტარზე საშემოდგომო ხორბალი აქვს დათესილი, 10 ჰექტარზე კაკლის ინტენსიური ბაღი აქვს გაშენებული, ამის გარდა იგი ფერმერთა მომსახურების ცენტრს და რამდენიმე ერთეულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასაც ფლობს.
ფერმერთა მომსახურების ცენტრი USAID – REAP საქართველოს მხარდაჭერით გაკეთდა, ხოლო დანარჩენი პროექტები USAID-ის და სახელმწიფოს დახმარებით განხორციელდა.
როგორც ბატონი დავით ხმელიძე ამბობს, დასათესად ჰოლანდიური კარტოფილის საადრეო ჯიში „იმპალა“ შეირჩა. კომპანიამ ეს ჯიში შარშან ღია გრუნტზე გამოსცადა და საკმაოდ კარგი მოსავალი მიიღო, ჰექტარზე 35 ტონა კარტოფილი მოიწია, ამაში არ შედის სათესლედ გადარჩეული და სარეალიზაციოდ არაკონდიციური კარტოფილი. ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა 2019 წელს სათბურში გამოეცადა და როგორც ჩანს, ექსპერიმენტმა გაამართლა, მოსავალი დაგეგმილზე უკეთესი იქნება.
წყარო: east-fruit