საჩხერე-ონის საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამუშაოებზე 37.33 მილიონი ლარია გმოყოფილი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “მამისონთან” 16.45 მილიონი ლარის კონტრაქტი უკვე გააფორმა.
კომპანია New Road-ი 20.89 მილიონიანი კონტრაქტის სამუშაოს შეასრულებს.
თბილისიდან ონამდე ახალი გზა მანძილს 75 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს კი 1.5-2 საათით შეამცირებს.
ახალი გზის სიგრძე 45 კილომეტრია და საჩხერიდან-ონამდე შენდება.
პროექტის თანახმად გზა გაივლის სახერის სოფლებს: სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას; ზემო რაჭის სოფლებს: ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და ამბროლაური-ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას შეუერთდება.
ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული. უზუნთადან შქმერამდე გზა ზღვის დონიდან 1850 მეტრ სიმაღლეზე გაივლის.
ამჟამად თბილისიდან ონამდე არსებული საავტომობილო გზის მანძილი 300 კმ-ია და მგზავრობას დაახლოებით 6 საათი სჭირდება.