,,საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019″
კახეთს, ამ ულამაზეს კუთხეს, აქვს უდიდესი შესაძლებლობები – აქ არის მეღვინეობის აკვანი და ამავდროულად აქტიურად ვითარდება ახალი მიმართულებების ათვისება, როგორებიც არის კაკლოვანი კულტურებისა და ზეთისხილის გაშენება.
მომდევნო კვირიდან საქართველოში წარმოებული ზეთისხილის ზეთი გავა ჩინურ ბაზარზე.
გასულ წელს კახეთში იყო ყველაზე წარმატებული რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ამას გარდა, კახეთი ტურისტული მიმართულებითაც ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ წინსვლას გრძნობდეს თითოეული ქართული ოჯახი საქართველოს ყველა რეგიონში.
ჩვენ კახეთის ეკონომიკური პოტენციალის მხოლოდ მეოთხედს ვიყენებთ, თუმცა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიდის დროულად და რიგ შემთხვევებში წინსწრებითაც, რაც საშუალებას მოგვცემს ამ რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაცია უფრო სრულფასოვნად მოვახდინოთ.
წელსვე დაიწყება ისტორიული დასახლებული პუნქტების ცენტრების რეაბილიტაცია, რაც ტურისტთა ნაკადს კიდევ უფრო გაზრდის რეგიონში.
ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს და რეგიონების თანაბარი და სწრაფი განვითარება, არის ქვეყნის განვითარების წინაპირობა.