საგრანტო კონკურსი _ ბიზნეს ასოციაციების მხარდაჭერა მებაღეობის სექტორში
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას თანამონაწილეობაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად, რომლის მიზანია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო და დარგთაშორისი ბიზნეს ასოციაციების დახმარება მებაღეობა-მებოსტნეობის ღირებულებათა ჯაჭვების, კერძოდ, კენკრის, კურკოვანი ხილის, თესლოვანი ხილის (ვაშლი), მწვანილის, მალფუჭებადი ბოსტნეულის, სუფრის ყურძნისა და მანდარინის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
ორგანიზაციის შესაძლებლობების განვითარების გრანტები გაიცემა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის მთავრობის დებულებებისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტების ადმინისტრირების შიდა პოლიტიკის შესაბამისად.
მიმდინარე მოთხოვნის (RFA) No.CBG-002/0819 ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, 30%-იანი თანამონაწილეობით (გამარტივებული გრანტები), გასცემს გრანტებს შესაძლებლობათა განვითარებისთვის შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით:
** თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო საწარმოო საშუალებებზე წვდომის გაუმჯობესება.
** თანამედროვე მიდგომები და მექანიზმები მებაღეობა-მებოსტნეობის პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისთვის.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 12 სექტემბერი.
განაცხადის წარდგენის და შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა თბილისში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას:
თბილისი: 2019 წლის 26 აგვისტო, 12:00 საათი
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ოფისი; მისამართი: კოსტავას ქ. # 47, ოთახი 22