საგრანტო კონკურსი _ „სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება“
წარმოებული სურსათის უვნებლობისა და ხარისხის პარამეტრების გაუმჯობესების, რეპუტაციის ამაღლების, ბაზარზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით USDA SQIL პროექტი აცხადებს საგრანტო კონკურსს: jobs.ge/ge/?view=jobs&id=463542
საგრანტო კონკურსი „სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება“ – მოიცავს თქვენი მოთხოვნის შესაბამისი სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის (GMP, HACCP, ISO 22000:2018, FSSC22000, BRCGS და ა.შ.) დანერგვისათვის გასაწევი ტექნიკური დახმარებისა და სერტიფიცირების ხარჯების სრულად დაფარვას.
პროექტის მიზნობრივი ჯგუფი საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებლები (მათ შორის სასაკლაოები) არიან, ცხოველთა საკვების და ვეტ-პრეპარატების მწარმოებლები საქართველოში.
განაცხადების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით, კომისია მიღებულ განაცხადებს განიხილავს ყოველთვიურად.
USDA SQIL პროექტს ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით.