სამეგრელოს რეგიონში თხილის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის

   თხილის მოსავლის აღება  დაიწყო. თუ როგორი წარმატებულია წლევანდელი სეზონი, ამას საბოლოო შედეგები გვიჩვენებს.

    განვლილი ცუდი სეზონების შემდეგ წელს თხილის სექტორში არსებული მდგომარეობა დამაიმედებელია. დარგში დასაქმებულები კმაყოფილებას გამოთქვამენ წლევანდელი სეზონით. წლეულს თხილის მოსავალი გასულ წლებთან შედარებით, როგორც რაოდენობით, ისე  ხარისხითაც უკეთესია.

    ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში განსაკუთრებული როლი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიუძღვის.

   პირველ რიგში აღნიშვნის ღირსია სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის ძალისხმევით, აქტიურობით და  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის, მუნიციპალიტეტების საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურების, ტერიტორიული ერთეულების (სოფლის) რწმუნებულების და სოფლის მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი აზიური ფაროსანას მავნეობა, რამაც  განსაკუთრებული გავლენა იქონია თხილის კულტურის მოსავლის როგორც რაოდენობის ზრდაზე, ისე მისი ხარისხის გაუმჯობესებაზე.

       სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურის, მუნიციპალიტეტების საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურების სპეციალისტების მიერ გაწეული კონსულტაციებით, გაცემული რეკომენდაციებით, სამრეწველო ბაღებში  გატარებულმა საჭირო და დროულმა აგრო-ღონისძიებებმა თხილის სექტორში  მნიშვნელოვანი შედეგი მოგვცა.

   თამაზ ხასაია,

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს  რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის  წამყვანი სპეციალისტი