სამეგრელოში აზიური ფაროსანას დამჭერი ხაფანგების განთავსებაზე პრაქტიკული სწავლება გაიამართა

სამეგრელოში აზიური ფაროსანას დამჭერი ხაფანგების განთავსებაზე პრაქტიკული სწავლება გაიამართა
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მცენარეთა მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად პრაქტიკული სწავლების მორიგი ეტაპი სამეგრელოს რეგიონში, სამეგრელოს, იმერეთის, გურიის და აჭარის სპეციალისტებისთვის გაიმართა. წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგების მონაწილეობით, სოფელ დარჩელში თხილის ბაღებში მავნებლის დამჭერი ხაფანგები (ფერომონები) განათავსეს. ტრენინგზე ყურადღება შხამ-ქიმიკატების გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზეც გამახვილდა. შეხვედრები სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და USAID/REAP მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.