საოცარი რასულა _ ბარაქის ხე

დღეს თითქმის ყველას აქვს სახლში კრასულა, იგივე ბარაქის ხე. მცენარის ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს, რაც ბევრმა ადამიანმა არ იცის.

ჩვენ მოგითხროთბ, როგორ ვაქციოთ ოთახის მცენარე უებარ წამლად.

უნდა გაგაფრთხილოთ: კრასულას ფოთლები სასარგებლო ნივთიერებების გარდა შეიცავს დარიშხანსაც, ამიტომ შინაგანი მიღების შემთხვევაში საჭიროა დოზის ზუსტი დაცვა.

ბარაქის ხის სარგებლიანობა

ტუჩებზე ჰერპესული გამონაყარის დროს ყოველ ნახევარ საათში ტუჩებზე მოისვით კრასულას წვენი, ან დაიდეთ კომპრესი.

ანგინისგან სწრაფად განსაკურნებლად აუცილებელია გამოწუროთ წვენი 10 ცალი ფოთლიდან და გახსნათ ერთ ჭიქა წყალში. ხსნარი გამოივლეთ ყელში დღეში სამჯერ.

ართრიტის და ართროზის დროს 5-10 ფოთლისგან გამოწურული წვენი ძილის წინ წაისვით დაზიანებულ ადგილებზე.

ჰემოროის დროს მტკივნეულ ადგილას დაიდეთ გაჭრილი ფოთოლი.

კრასულა არჩენს დამწვრობას, ჭრილობებს და ჩირქოვან მუწუკებს. ამისთვის საჭიროა დაზიანებულ ადგილას დაიდოთ დასრესილი ფოთლები და შეიხვიოთ მსუბუქად. დასრესილი ფოთლები უნდა გამოცვალოთ ყოველ 4-6 საათში.

კრასულას ფოთლების წვენი გამოიყენება გამონაყრის და მწერების ნაკბენის დროს. შეგიძლიათ დღეში 4-6-ჯერ წაისვათ იარებზე.

კრასულა დაგეხმარებათ თირკმელების ანთების დროს. აუცილებელია დღეში სამჯერ მიიღოთ 1ს/კ ნაყენი, რომელიც ასე მზადდება: დააქუცმაცეთ 5 ფოთოლი, დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი და გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში.

აი, ამგვარი თვისებები გააჩნია ამ საოცარ ბარაქის ხეს. ხალხური რწმენით თუ კრასულა აყვავდა სახლში უნდა ელოდოთ სიმდიდრეს და აღმავლობას. ასე რომ მოუარეთ ბარაქის ხეს დატკბით მისი სლამაზით და სიკეთით.

წყარო: fpaparazzi.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.