საპილოტე პროექტი _ „ჩვენ ვსწავლობთ მეაბრეშუმეობას!“

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ინიციატივით ხონის ახალგაზრდული ლიგა ახორციელებს საპილოტე პროექტს _„ჩვენ ვსწავლობთ მეაბრეშუმეობას!“.

პროექტი მცირებიუჯეტიანია და ფინანსდება ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. პროექტის მიზანია აბრეშუმის მოვლა-მოყვანის ციკლის დემონსტრირება და მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინება.

ამ 27 მაისს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკანის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზიდან ხონში ჩამოიტანეს 6 გრ. აბრეშუმის ჭიის მური და 5 გრ. აბრეშუმის გრენა.


სამუშაო პროცესს კონსულტაციას უწევს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეაბრეშუმეობის უფროსი სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ნარგიზა ბარამიძე.