ვინ ლიდერობს ღვინის ექსპორტით მსოფლიოში
Worldstopexports-ის მონაცემებით, მსოფლიოში ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი საფრანგეთია, რომელმაც 2016 წელს 9.1 მილიარდი დოლარის ღვინო გაიტანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს მთლიანი მოცულობის 28.2%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
საქართველო ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის 21-ე ადგილს იკავებს. 2016 წელს საქართველოდან 113.5 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც მთლიანი მოცულობის 0.4%-ია. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 50 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო.
ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ათეული შემდეგია:
- საფრანგეთი: US$9.1 მილიარდი (მთლიანი მოცულობის 28.2%);
- იტალია: $6.2 მილიარდი (მთლიანი მოცულობის 19.2%);
- ესპანეთი: $3 მილიარდი (მთლიანი მოცულობის 9.2%);
- ჩილე: $1.9 მილიარდი (მთლიანი მოცულობის 5.7%);
- ავსტრალია: $1.7 მილიარდი (მთლიანი მოცულობის 5.3%);
- ამერიკის შეერთებული შტატები: $1.6 მილიარდი (მთლიანი მოცულობის 4.8%);
- ახალი ზელანდია: $1.1 მილიარდი (მთლიანი მოცულობის 3.5%);
- გერმანია: $1 მილიარდი (მთლიანი მოცულობის 3.2%);
- არგენტინა: $816.8 მილიონი (მთლიანი მოცულობის 2.5%);
- პორტუგალია: $804.5 მილიონი (მთლიანი მოცულობის 2.5%).
წყარო:imedinews.ge