საქართველო მსოფლიოში ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორთა შროის მე-17 ადგილზეა

საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 2018 წელს ექსპორტზე 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

2017 წელთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით არის გაზრდილი და მთლიანად 196.9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) შეფასებით, ღვინის ექსპორტის ამ მოცულობით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მეჩვიდმეტე ადგილს იკავებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღვინის ექსპორტის მოცულობა მსოფლიოში მხოლოდ 9 ქვეყანას აქვს.

ექსპორტირებული ღვინის მოცულობით და ღირებულებით მსოფლიოს ქვეყნების რიგითობა ასეთია:

საფრანგეთი – $11 მილიარდი; 

იტალია – $7.3 მილიარდი; 

ესპანეთი – $3.5 მილიარდი; 

ავსტრალია – $2.16 მილიარდი; 

ჩილე $2 მილიარდი; 

აშშ – $1.45 მილიარდი; 

გერმანია – $1.23 მილიარდი; 

ახალი ზელანდია – $1.2 მილიარდი; 

პორტუგალია – $1.01 მილიარდი; 

დიდი ბრიტანეთი – $823 მილიონი; 

არგენტინა – $819 მილიონი; 

სამხრეთ აფრიკა – $781 მილიონი; 

სინგაპური – $503 მილიონი (რეექსპორტი); 

ჰონგ-კონგი – $436 მილიონი (რეექსპორტი); 

ნიდერლანდები – $380 მილიონი; 

ავსტრია – $217 მილიონი; 

საქართველო – $196.9 მილიონი; 

ლიტვა – $188.3 მილიონი; 

ბელგია – $186 მილიონი; 

დანია – $176 მილიონი. 

წყარო: www.bm.ge