საქართველო ნოემბერში „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმებას შეუერთება

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა, მთავრობის მიერ წარმოდგენილ საერთაშორისო შეთანხმება – „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის წევრებს საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა გააცნო.

მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნულ შეთანხმებასთან საქართველოს შეერთება ხელს შეუწყობს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, ზეთისხილით წარმოებული პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას და ზეთისხილის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.

აღნიშნული საერთაშორისო შეთანხმება 2015 წლის ოქტომბერს შევიდა ძალაში და წარმოადგენს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს, რომელსაც ამ ეტაპზე 17 წევრი ქვეყანა და ევროკავშირი არის შეერთებული.

თავის მხრივ, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო 1959 წელს დაფუძნდა ესპანეთში, ქალაქ მადრიდში და საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს.

შეთანხმებასთან შეერთება საქართველოს საშუალებას აძლევს გახდეს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი ქვეყანა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო შეირჩა, როგორც საბჭოს თავმჯდომარეობის შესაძლო ქვეყანა, ამისთვის კი საქართველოს გაწევრიანება ნოემბრის დასაწყისამდე უნდა მოხდეს.

ზეთისხილის ზეთი სამკურნალო თვისებები

რეგულარულად ზეთისხილის ნაყოფის ან მისი (ზეითუნის) ზეთის მიღება ამცირებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს.

ზეთისხილის ზეთი (ცივი გამოხდის) მდიდარია C, D, E ვიტამინებით და მინერალური მარილებით – კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორითა და უჯერო ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც სიცხეში ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებენ.

ზეთისხილის ზეთი აფერხებს თრომბის წარმოქმნას და ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოდევნას.

ეს ბუნებრივი საშუალება ხსნის თირკმლებისა და ღვიძლის ჭვალს.