საქართველო რუსეთში ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა

საქართველო რუსეთში ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

საქართველომ საფრანგეთს გაასწრო, მიწოდება 1,7-ჯერ გაზარდა, რაც წელიწადში 35 მილიონ ლიტრს შეადგენს. 

რუსეთში ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს ესპანეთი იკავებს, მეორეზე კი იტალიაა.

გასული წლის ნოემბერში ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა.

მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ  საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად, ცივილიზაციის ჩამოყალიბებაზე.

წყარო: imedinews.ge