საქართველოდან ხილის ექსპორტი 22% შემცირდა, ხოლო ბოსტნეული 10,3%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ხილის და თხილის ექსპორტის მოცულობამ $16,7 მილიონი შეადგინა. ამავე პერიოდის ექსპორტის მთლიან მოცულობაში (826 მილიონი აშშ დოლარი) თხილის და ხილის წილი 2% იყო.

უფრო ზუსტად ამ ხილიდან ექსპორტში ძირითადი ადგილი უჭირავს თხილს _ 8 მილონი დოლარი, ვაშლს _$2,4 მილიონი, მანდარინს _ $1.9 მილიონი, ბანანს $1,3, ფსტას $1,2 მილონი და კაკალს $0,5 მილიონი.

შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხილის ექსპორტი 22%-ით არის შემცირებული.

ბოსტნეულის ექსპორტი წლევანდელ იანვარ-მარტში $4,3 მილიონი იყო. ექსპორტის საერთო მოცულობაში ბოსტნეულის წილი $0,5 მილიონია.

ჯგუფში მოწინავე ადგილი უჭირავს: კარტოფილს _ $0.6 მილიონი, კიტრს _ $0.6 მილიონი, პომიდორს _ $0,4.

შარშანდელ ანალოგიურ შედარებით ბოსტნეულის ექსპორტი 10,3%-ით არის გაზრდილი, რაც მებოსტნეობის დარგისთვის დამაიმედებელი ტენდენციაა.