საქართველოს ბაზარზე თხილის ფასი 2-დან 3,5-4 ლარამდე მერყეობს

აგვისტოს მეორე ნახევრის მდგომარეობით  ერთი კილოგრამი ხარისხიანი ქართული თხილის საშუალო ფასი 2-დან 3.5-4 ლარამდე მერყეობს (1, 15-1, 60$).
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ შემოდგომაზე ჩასაბარებელი თხილის ფასი გაიზრდება.

„ჩვენ ვთავაზობთ ფერმერებს, რომლებსაც სურთ დაელოდონ ფასის გაზრდას და შემოდგომით სურთ თხილის გაყიდვა, თხილი სპეციალურ საშრობ-შესანახ საწარმოებში შეინახონ, რაც მათ თხილის ხარისხის შენარჩუნებაში დაეხმარებათ.

საქსტატის მონაცემებით 2017 წელს საქართველოში თხილის წარმოებამ 23,7 ათას ტონას მიაღწია, რაც 2016 წელთან შედარებით 28,4%-ით ნაკლებია.

2017 წელს საქართველოდან ექსპორტზე 17 ათასი ტონა თხილი გავიდა, წინა წელთან შედარებით კლება თვალსაჩინოა _ 37,3%.

შარშან საექსპორტო შემოსავალმა 83,1მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 2,2 -ჯერ ნაკლებია. ვითარება არც წლეულს იძლევა დამშვიდების საშუალებას.

საქართველო დღეს წარმოებული თხილის მოცულობით მსოფლიოში თურქეთის, იტალიის და აშშ შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს, თუმცა დიდია ალბათობა იმისა, რომ ქვეყანამ ეს პოზიცია დაკარგოს.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.