რა ტემპით იზრდება საქართველოს ეკონომიკა სექტორების მიხედვით 2017 წელს?

2017 წლის პირველ ნახევარში, 2016 წლის პირველ ნახევართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი – მშპ) 4.9%-ით გაიზარდა. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მშენებლობაში (18.8%) და სასტუმროების და რესტორნების სექტორში (10.9%) დაფიქსირდა. მესამე ადგილზე კავშირგაბმულობის სექტორია 8.2%-ით.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში მეორე კვარტლის წინასწარი მონაცემებით ყველაზე დიდი წილით
გამოირჩევა მრეწველობა (16,7 პროცენტი) და ვაჭრობა (15,2 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს
იკავებს სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,9 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,8
პროცენტი), მშენებლობა (9,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,5 პროცენტი), ოპერაციები
უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,6 პროცენტი),
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,8 პროცენტი).


მეორ კვარტლის მიხედვით ეკონომიკური ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (16,4 პროცენტი), სასტუმროები და
რესტორნები (12,9 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7,4 პროცენტი), ოპერაციები
უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,2 პროცენტი),
ტრანსპორტი (7,0 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (6,4 პროცენტი), კავშირგაბმულობა (4,8
პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (4,5 პროცენტი).
კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში (-2.4 პროცენტი) და ელექტროენერგიის, აირისა
და წყლის წარმოება-განაწილებაში (-0,9 პროცენტი).


ყველაზე დაბალი ზრდა ელექტროენერგიის, აირის და წყლის წარმოება-განაწილების სექტორშია  – 0.9%, ხოლო ერთადერთი სექტორი, სადაც უფრო ნაკლები დამატებითი ღირებულება შეიქმნა, ვიდრე გასული წლის პირველ ნახევარში, სოფლის მეურნეობაა (-2,4%).

ცხრილი – საქართველოს ეკონომიკის ზრდა სექტორების მიხედვით, 2017 წლის პირველი ნახევარი

ეკონომიკის სექტორები
ზრდის ტემპი
მშენებლობა
18.8%
სასტუმროები და რესტორნები
10.9%
კავშირგაბმულობა
8.2%
ოპერაციები უძრავი ქონებით
6.8%
საფინანსო საქმიანობა
6.6%
შინამეურნეობების საქმიანობა, დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან საკუთარი მოხმარებისათვის
6.5%
ტრანსპორტი
6.1%
კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა
4.8%
სამთომოპოვებითი მრეწველობა
4.5%
დამამუშავებელი მრეწველობა
4.4%
ჯანმრთელობის დაცვა
3.3%
საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა
2.5%
ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი
2.3%
სახელმწიფო მმართველობა
2.3%
განათლება
1.7%
პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ
0.3%
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება
0.2%
სოფლის მეურნეობა
-2.0%

წყარო: საქსტატი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.