საქართველოს პარლამენტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ორგანული კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ორგანული კანონს და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტით განსაზღვრულია ვინ შეიძლება ფლობდეს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, ესენია: სახელმწიფო, ავტონომიურ რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი; საჯარო სამართლის იურიდიულ პირი; საქართველოს მოქალაქე და ასევე, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიულ პირი, თუ დომინანტი პარტნიორი არის საქართველოს მოქალაქე ან ზემოთ აღნიშნული რომელიმე სუბიექტი.

კანონპროექტით  გაწერილია საქართველოს მთავრობის უფლებებიც, სადაც მითითებულია ის გარემოებები, რა პირობებში შეუძლია მას გადაწყვიტოს მიწის უცხოელზე გასხვისება.

კანონპროექტი ითვალისწინებს მიწის საკუთრებაში გადაცემის მემკვიდრეობით უფლებასაც.

პირველი მოსმენით მიღებულ საკანონმდებლო პაკეტში გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის, _  სსიპ მიწის მართვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული სააგენტოს შექმნა, რომლებიც უკავშირდება მიწის კატეგორიებისა და ბალანსის დადგენის საკითხს, ასევე იმუშავებს მიწის ბაზის სწორად ფორმირების და განვითარების ხელშესაწყობად.